20 ნოემბერი 2024,   20:23
ვრცლად
"საქართველო სამაგალითო ქვეყანაა,"-იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალურ მდივანსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.  იენს სტოლტენბერგმა პრეზიდენტის რეზიდენცია უკვე დატოვა.

მანამდე კი შეხვედრა პრეზიდენტ მარგველაშვილსა და ნატო-ს გენერალურ მდივანს შორის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

"მივესალმები თქვენს ვიზიტს საქართველოში, ვიზიტს, რომელიც არის ახალი და მნიშვნელოვანია საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებში. 1 წლის წინ საქართველო ნატო-დან მნიშვნელოვანი პაკეტით დაბრუნდა. პაკეტით, რომლითაც საქართველოს მიეცა შეაძლებლობა გაეზარდა თავდაცვისუნარიანობა. დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან ერთად გადავდგით ამ მიმართულებით კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი.

საქართველო ალიანსში გაწევრიანებას იხილავს როგორც რეგიონში უფრო მეტი უსაფრთხოების შექმნის საშუალებას. ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია მოსახლეობის 10% კი დევნილია,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. 

"მე მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. საქართველო-ნატო-ს ურთიერთობები უფრო მჭიდრო ხდება. საქართველო საიმედო კონტრიბუტორია. საქართველო ჩვენს ოპერაციებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მადლობას გიხდით თქვენი ერთგულებისა და ძალისხმევისათვის. საქართველო სამაგალითო ქვეყანაა,"- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები