20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
თბილისის აეროპორტის დამლაგებლებმა გაფიცვა შეწყვიტეს

თბილისის აეროპორტის დამლაგებლებმა გაფიცვა შეწყვიტეს. მათ აეროპორტის ადმინისტრაციის მსგავსად, დამქირავებელ კომპანიასაც სამი დღის ვადა მისცეს, რათა მათი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

აეროპორტის თანამშრომლები გაფიცულები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ. ერთ-ერთი გაფიცული კომპანიის ხელმძღვანელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

აეროპორტის დამლაგებლები დაზღვევას, კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები