აბიტურიენტები რომლებმაც ზღვარი ოთხივე საგანში გადალახეს სასწავლებლის მიღმა დარჩნენ მეორადი ჩარიცხვების აღდგენას ითხოვს.
აბიტურიენტების ნაწილმა, მეორადი ჩარიცხვების მოთხოვნით, სოციალურ ქსელში კამპანიაც დაიწყო. ვებგვერდზე ბევრი მაღალი და საშუალო ქულის მქონე აბიტურიენტია, რომლებიც უნივერსიტეტის გარეშე დარჩა.
უმრავლესობა მათგანს საგამოცდო ბარათში ძირითადად უფასო ფაკულტეტები და უნივერსიტეტების შეზღუდული რაოდენობა ჰქონდათ მითითებული. აბიტურიენტები ამბობენ, რომ მათი ნაწილი მეორადი ჩარიცხვების გაუქმების შესახებ ინფორმირებული არ იყო.
მეორადი ჩარიცხვების აღდგენას არ ეწინააღმდეგებიან სასწავლო დაწესებულებებიც. წელს უმაღლეს სასწავლებლებში 18 ათასი ადგილი თავისუფალი დარჩა.
გამოცდების ეროვნულ ცენტრში ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ამტკიცებენ, რომ მეორადი ჩარიცხვების გაუქმების შესახებ აბიტურიენტების ინფრომირება ინტენსიურად ხდებოდა, რის გამოც მის აღდგენას არ აპირებენ.
ავტორები: თათია ხორბალაძე, ირაკლი კუპატაძე, გივი კაჭარავა.