ერთ კვირაში თბილისელებისთვის ელექტროენერგიის ახალი ტარიფი გამოცხადდება.
სემეკი თელასის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას 3 სექტემბერს გამოიტანს, თუმცა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც დღევანდელ საჯარო სხდომას ესწრებოდნენ ვარაუდობენ, რომ ტარიფი 6 თეთრით გაიზრდება.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა ძირითადი მიზეზია, რის გამოც თელასმა ტარიფის გაზრდა მოითხოვა. თელასის სატარიფო მოთხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა ენერგოომბუდსმენისთვის. ექსპერტები კი დარწმუნებულები არიან, რომ დენის საფასურის გაძივრების შემდეგ ქვეყანაში ფასები პროდუქტზეც მნიშვნელოვნად მოიმატებს.
ავტორი: ეკო მაღრაძე