20 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ამერიკელი ავტომოყვარულების საოცნებო მანქანა თბილისში - ford mustang თბილისის ქუჩებში გამოჩნდა

ამერიკელი ავტომოყვარულების საოცნებო მანქანა თბილისში- 1969 წლის ფორდ მუსტანგი რამდენიმე დღეა რაც დედაქალაქის ქუჩებში დადის.

ბავშვობის ოცნება ამერიკის საელჩოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა საქართველოში აისრულა და 6 თვიანი სარემონტო სამუშაოების შემდეგ ამერიკულმა კლასიკამ მეორე სიცოცხლე შეიძინა.

მშობლიურ ტეხასში ტონი გრო საკუთარი მუსტანგით დაბრუნდება.

საოცნებო მანქანა ტონი გრომ ქართველ მექანიკოსებთან ერთად თავიდან გადააწყო. ხანგრძლივი სამუშაო პროცესი 6 თვე გაგრძელდა.

დიზაინის მთავარ ფრაგმენტად საქართველო -ამერიკის დროშა ტონიმ ხანგრძლივი სამუშაოს დასასრულს ორი ქვეყნის მეგობრობის სიმბოლოდ შეარჩია.

ავტორები: სალომე ბენაშვილი, გიორგი ჩიკვილაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები