20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს - დავით სერგეენკო

ყირიმ-კონგოს ცხელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან სოფელ აძვში დაფიქსირებული ყირიმ-კონგოს ვირუსის შემთხვევის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალისტები პაციენტის გამოსაკვლევად სოფელში უკვე წავიდნენ.

"საქართველოში წლის განმავლობაში ყირიმ-ჯკკონგოს ცხელების 5-დან 7 შემთხვევამდე ფიქსირდება. ამასთან დაკავშირებით სპეციალისტები მომზადებულები არიან და ყველა შემთხვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. დამერწმუნეთ, არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს," - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები