უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბათუმშია. ვიქტორ იუშენკო ზღვისპირა ქალაქს ათვალიერებს.
ვიქტორ იუშენკომ ქართულ მედიასთან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც ბათუმში მიხეილ სააკაშვილის მოწვევით ჩავიდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი საუბრისას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსაც შეეხო. ის მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების პასუხი უფრო მკაცრი უნდა იყოს.
ვიქტორ იუშენკო მეუღლესთან ერთად ბათუმში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, წარმოშობით თბილისელი, გარიკ არუთინიანის, შვილის ქორწილში ჩამოვიდა.
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ბათუმში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ამბობს, რომ დაბრუნებას ზღვისპირა ქალაქში კიდევ გეგმავს.
ავტორები: დავით კაკულია, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, ნათია ბუცხრიკიძე.