20 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ქუთაისში 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა

ქუთაისში მრავალსართულიანი კორპუსის მე-5-ე სართულიდან 3 წლის ბავშვი ლიფტის შახტაში ჩავარდა.

დაშავებული ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, ბავშვს სამი ნეკნი აქვს მოტეხილი და მას დაჟეჟილობა აღენიშნება. 

კურიერის ქუთაისის კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ ღამით ქუთაისის გარეუბანში მოხდა, სადაც ბავშვი მშობლებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებისას შენობის მეხუთე სართულზე ბავშვმა ხელით სცადა ლიფტის კარების გაღება და ამ დროს ის შახტაში ჩავარდა. მშობლებმა მისი დახმარება ვერ მოასწრეს.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მრავალსართულიან კორპუსში არაერთხელ მოიყვანეს ხელოსანი, თუმცა ლიფტის შეკეთება მაინც ვერ ხერხდება. 

დღის ამბები