20 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
რთველი კახეთში - სტიქიის მიუხედავად, წელს ყურძნის მოსავალი დიდია

სტიქიის მიუხედავად, კახეთში წელს ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან. ქარხნები ყურძნის მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

უკვე ცნობილია სახელმწიფოს პირობაც - მთავრობამ სუბსიდირებისთვის 12 მილიონი ლარი გამოყო. თუმცა, ჯერ უცნობია, გლეხებისთვის შეთავაზებული ფასი  რამდენად მისაღები იქნება.

გლეხების თქმით, ლარის გაუფასურებისა და შესაწამლი ნივთიერებების გაძვირების ფონზე ერთი კილოგრამი ყურძენი ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს.

სუბსიდირებით მთავრობა კილოგრამ რქაწითელზე 35, საფერავზე კი 15 თეთრს გადაიხდის. მაგრამ მთავრობის მონაწილეობის მიუხედავად, შესაძლოა, წელს ყურძნის ფასმა ერთ ლარსაც ვერ მიაღწიოს.

ღვინის ქარხნების მხრიდან ყურძენზე წელს მოთხოვნა დაბალია.

რთველი კახეთში მომავალი კვირიდან იწყება.

 

ავტორი: თეონა ცხომელიძე

დღის ამბები