20 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
ბაისურაში მცხოვრები 30 ოჯახი საკუთარი მიწების დათმობას არ აპირებს

ბაისურაში მცხოვრები 30 ოჯახი საკუთარი მიწების დათმობას არ აპირებს. სოფლის ტერიტორია უკვე წლებია, სადავოა. 80 ჰექტარზე დავა კერძო მესაკუთრე გელა კობალავასა და მოსახლეობას შორის მიმდინარეობს.

სასამართლოს ორმა ინსტანციამ კობალავას მესაკუთრის უფლება მიანიჭა, მათ შორის იმ ნაკვეთებზეც, სადაც ბაისურელებს სახლები აქვთ. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი, მათ ტერიტორია უნდა დატოვონ.

იმ შემთხვევაში, თუ მათ ტერიტორიის დატოვება იძულების წესით მოუწევთ, ადგილობრივ ხელისუფლებისგან შესაბამის დახმარებას და სასოფლო საქმიანობისთვის საჭირო პირობების შექმნას ითხოვენ.

სასამართლო გადაწყვეტილებს ელოდებიან ადგილობრივ ხელისუფლებაში.

გურიის გუბერნატორის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს.

მესამე ინსტანციის სასამრთლო გადაწყვეტილება ცნობილი 15 სექტემბერს გახდება.

 

ავტორი: ნათია მღებრიშვილი

დღის ამბები