20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
ბათუმობა აჭარაში - მერიამ დღესასწაულის აღსანიშნავად 350 ათასი ლარი გამოყო

ბათუმობას აჭარის დედაქალაქში მომავალ კვირას, 5 და 6 სექტემბერს აღნიშნავენ. წელს ამ დღესასწაულისთვის ბათუმის მერია 350 ათას ლარს დახარჯავს, რაც გასული წელის ბიუჯეტზე 110 ათასი ლარით მეტია.

ბათუმის მერიას კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე  განთავსებული არა აქვს.

ინფორმაცია ბიუჯეტის შესახებ ჟურნალმა ბათუმელებმა გაავრცელა. თუმცა, მასში გაწერილი ხარჯების მიხედვით ღონისძიება 214 095 ლარია, დანარჩენი 135 905 ლარი რაში დაიხარჯება, უცნობია.

ბათუმის საკრებულოში ორშაბათს ბათუმობის ბიუჯეტის კორექტირებაზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადებით, გიორგი ერმაკოვს დღესასწაულის ბიუჯეტის კიდევ 180 ათასი ლარით გაზრდა სურს.

ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი, უკვე თვეზე მეტია, რუსთავი2-ის შეკითხვებს არ პასუხობს.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ კურიერს ინფორმაცია კულტურის სამსახურის უფროსმა მიაწოდა და თქვა, რომ „თანხა მთელს ბათუმში იქნება მიმოფანტული“. 

 

ავტორი: მარიკა გოცირიძე

დღის ამბები