20 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
დედაქალაქის ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მგზავრობა უსაფრთხო არ არის

ე.წ. ყვითელ ავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა. მოძველებული ტრანსპორტით მგზავრობა უსაფრთხო უკვე აღარ არის. დედაქალაქის ე.წ. ყვითელი ავტობუსების დიდი ნაწილი 8-10 წლისაა.

ქალაქში მგზავრებს 600-მდე ყვითელი ავტობუსი ემსახურება. რამდენიმე ათეული ავტობუსების სადგომში შეკეთების რიგს ელოდება.

უსაფრთხოების გამო, ავტობუსების შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობენ ქალაქის მთავრობაშიც.

თბილისის მერის მადგილე ამბობს, რომ 5-6 თვეში ქალაქს 200-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება, უახლოეს 2 წლის განმავლობაში კი ავტოპარკი მთლიანად უნდა ჩანაცვლდეს. ამისთვის ქალაქის მთავრობა რამდენიმე მილიონიანი სესხის აღებას გეგმავს.

 

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები