ამ დრომდე კრიტიკულია შინაგან საქმეთა მინიტრის ყოფილი მოადგილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლევან გვაზავა რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული.
პროკურატურის ინფორმაციით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მის მიერ გასროლილ ტყვიას გვაზავას დეიდაშვილი ემსხვერპლა.