საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუები სექტემბრიდან ტელეკომპანია იმედზე აღარ იქნება - შესაბამის განცხადებას ტელეკომპანია ავრცელებს.
"საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია იმედი დროებით აჩერებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ შოუების სეგმენტს. ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშაოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან" - ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა აქვე მადლობას უხდის გადაცემების გუნდის წევრებს. "თითოეულს დიდი წვლილი აქვს შეტანილი იმედის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების შექმნაში", - ნათქვამია იმედის განცხადებაში.