ვაშლიჯვარში ავტომობილი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
ვაშლიჯვარში იმყოფება კურიერის გადამღები ჯგუფიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ავტომობილის მეპატრონე ამბობს, ცეცხლი მერსედესის მარკის ავტომობილის სალონში მოულოდნელად გაჩნდა. მეპატრონე იმასაც ამბობს, რომ მანქანა გამართულია და პრობლემები არ ჰქონია. ავტომობილი გაზზე მუშაობდა, თუმცა აალებას ბალონის აფეთქება არ გამოუწვევია.