20 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
უძრავი ქონების დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

შესაძლოა უახლოეს პერიოდში უძრავი ქონების დაზღვევა სავალდებულო გახდეს და ყოველთვიურად ყველა ოჯახს შესაბამისი თანხის გადახდა სადაზღვეო კომპანიისთვის მოუწიოს. 

როგორც იდეის ავტორები აცხადებენ, სტიქიის შემდეგ დაზარალებულებს ზარალს არა სახელმწიფო, არამედ შესაბამისი სადაზღვეო კომპანია აუნაზღაურებს. 

აღნიშნულ იდეაზე მუშაობა სადაზღვეო კომპანიებმა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული სტიქიური უბედურებების შემდეგ მიიღეს. 

წინასწარი ინფორმაციით უძრავი ქონების სავალდებულო დაზღვევისთვის ოჯახი თვეში 3-4 ლარს გადაიხდის. 

მსგავსი პროექტები არსებული ინფორმაციით წარმატებით მუშაობს ამერიკასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. გამოცდილების გასაზიარებლად თბილისში უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანასაც გეგმავენ. პროექტი საბოლოო სახეს სექტემბრის ბოლოს მიიღებს რის შემდეგაც პროექტს სადაზღვეო კომპანიები მთავრობას წარუდგენენ განსახილველად. 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი. 

 

 

დღის ამბები