20 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ბათუმის დელფინარიუმი საფრთხეშია

შტორმებისგან დაზიანებული შენობის სხვა ადგილას გადატანას, ბათუმის საკრებულოს წევრები უშედეგოდ რამდენიმე წელია ითხოვენ. წყლის საქაჩი ტუმბოების ნაგებობა, რომლითაც დელფინარიუმი ზღვის სუფთა წყლით მარაგდება საკმაოდ დაზიანებულია.

შენობა, რომელის მდგრადობაც დელფინებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ იმ ადგილთნ ახლოს დგას, სადაც ალი და ნინოს მონუმენტი იყო აღმართული. ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, 7 ტონიანი ძეგლი ნაპირიდან სწორედ იმ მოტივით გადაიტანეს, რომ ზღვა კვარცხლბეგს აზიანებდა. დემონტაჟისას დაზიანებული ნინოს მონუმენტი ამ დრომდე არ შეკეთებულა.

ბათუმის საკრებულოს წევრების ინფორმაციით ქალაქის მერიას მათ არაერთხელ მიმართეს, რომ ზღვის პირას მდგარი შენობის დემონტაჟი და ადგილის მონაცვლეობა მომხდარიყო. მათ პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

ავტორი:დავით ქაშიაშვილი

დღის ამბები