20 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
უძრავი ქონების დაზღვევა შესაძლოა სავალდებულო გახდეს-სადაზღვევო კომპანიების ახალი ინიციატივა

თვეში დაახლოებით 3-4 ლარის საფასურად, სადაზღვევო კომპანიები მოსახლეობას სავალდებულო დაზღვევის პროგრამის დანერგვას სთავაზობენ. ახალი პროექტი სტიქიების დროს უძრავი ქონების დაზღვევას გულისხმობს. ავტორების თქმით, სახლების მფლობელებს მათი ქონების დაზიანების შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიებისა და დოტაციების იმედად ყოფნა აღარ მოუწევთ.

სახელმწიფოსგან გაჭიანურებული დახმარების სანაცვლოდ, დაზღვევის სავალდებულო მოდელი მისაღებია 13 ივნისს ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობისას დაზარალებულებისთვის, თუმცა მთავარი საკითხი სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებისთვის არის - მიიღებენ თუ არა ისინი ზარალის შესაბამის ანაზღაურებას. ამავე აზრისაა ერთი კვირის წინ ყვარელში მოსული ძლიერი სეტყვის დროს დაზარალებულების ნაწილიც. 

დაზარალებულთა ნაწილისთვის კი ყოველთვიური გადასახადი პრობლემას წარმოადგენს. მათი თქმით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის რამდენიმე ლარის გადახდაც კი რთული იქნება.

პროგრამის ავტორების თქმით, სოციალურად დაუცველებისთვის, დაზღვევის ახალი მოდელი სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას ითვალისწინებს.

იდეის ავტორების მოწონების შემთხვევაში, სავალდებულო დაზღვევის მოდელი შესაძლოა საქართველოში ერთ წელიწადში ამოქმედდეს.

ავტორი:სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები