პაატა ბურჭულაძისა და ანჟელა ვასილენკოს მრავალწლიანი ურთიერთობა დღეს იუსტიციის მინისტრმა დააკანონა. ცნობილი ბანისა და მისი მეუღლის ხელის მოწერის ცერემონიალს თეა წულუკიანი ძველ თბილისში, ბორანზე წარუძღვა. ხელის მოწერას წყვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და სხვადასხვა სფეროს წარმატებული და ცნობილი მოღვაწეები დაესწრნენ.