20 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
ბათუმის დელფინარიუმში დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე პირი შეიჭრა

ბათუმის დელფინარიუმში დელფინების გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე პირი შეიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად დელფინარიუმში ავრცელებენ, რასაც შსს-ც ადასტურებს. 

როგორც ცნობილია უცხო პირები შენობაში უკანა შესასვლელიდან შეიჭრნენ. დაცვამ მათი შეჩერება სცადა რა დროსაც დაცვის რამდენიმე წევრი დაშავდა.

გარდა ამისა ადგილზე იმყოფებოდნენ ვიზიტორები, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ბავშვები.

როგორც ცნობილია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები