20 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
იმედზე ინგა გრიგოლიას ორი გადაცემა დახურეს - ჟურნალისტი ივანიშვილის დაკვეთაზე საუბრობს

ინგა გრიგოლია იმედის ხელმძღვანელობას პოლიტიკური თოქ–შოუების მიზანმიართულად გაუქმებაში ადანაშაულებს და პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიის მმართველმა დაკვეთა ყოფილი პრემიერისგან მიიღო.

ბიძინა ივნიშვილის მედიაინტერესებზე საუბრობს ოპოზიციაც. საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება მედიასივრცის კონტროლს ცდილობს.

ოპოზიციის ბრალდება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობა მედიასივრცეში ხელისუფლების ჩარევას კატეგორიულად გამორიცხავს.

პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვასთან დაკავშირებით დღეს დამატებითი კომენტარები აღარ გაუკეთებია ტელეკომპანია იმედის ხელმძღვანელობას. პოზიცია მათ განცხადებაში დააფიქსირეს, რომელიც ტელეკომპანიის ვებგვერდზე გუშინ გავრცელდა.

მომავალ კვირში არასამთვრობო სექტორი სგანგებო განცხადების გავცელებას გეგმავს. მედიაექსპერტები ქვეყანაში დიქტატურის საფრთხეზე საუბრობენ. 

გავრცელებული ინფორმციით ტელეკომპანია იმედში საგანგებო თათბირი მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით სამშაბათს იგეგმება.

ავტორი: ნატა მახვილაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები