აბიტურიენტები განათლების სამინისტროსთან მეორადი ჩარიცხვების დანიშვნის მოთხოვნით დღეს აქციის გამართვას აპირებენ. ისინი უსამართლოდ მიიჩნევენ იმას, რომ საშუალო დონის ქულებით ვერც ერთ უნივერსიტეტში ვერ მოხვდნენ.
გამოცდების ეროვნული ცენტრმა ამ თემაზე განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ წელს მეორადი ჩარიცხვების დანიშვნა არ მოხდება, რადგან ახალზაგრდებს ფაკულტეტების შეუზღუდავი რაოდენობის მითითება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შეეძლოთ.
პარალელურად, იმ ახალაზგრდებს შორის, რომელებიც დღეს აქციისთვის ემზადებოდნენ გაურკვევლობაა. მათმა ნაწილმა გამოსვლაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და იმედოვებს, რომ განათლების სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევას შეძლებენ.
აბიტურიენთა ნაწილს, რომლებიც ჩარიცხვების არსებულ სისტემას აპროტესტებენ გვიან ღამით განათლების სამინისტროს წარმოამდგენელი შეხვდა.
ახალგაზრდებს თამარ სანიკიძის მრჩეველი ესაუბრა. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აბიტურიენტები დღეს შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრშიც გამართავენ.
მინისტის მრჩეველს ჯერჯერობით უჭირს საუბარი, თუ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს განათლების სამინისტრო მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით.