20 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
„დელფინარიუმის თანამშრომლები თავს დაგვესხნენ"- დელფინარიუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები

სამართალდამცველებმა ბათუმის დელფინარიუმში მომხდარი ინციდენტის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცები დაკითხეს.

დაკითხვიდან გამოსულები დელფინარიუმში შეჭრის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ თავს დაცვის წევრები დაესხნენ.

დელფინარიუმის თანამშრომლები თავს დაგვესხნენ. ეს ჩვენზე საშინელი შეტევა იყო,“ -აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

ძიება ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცხოველთა უფლებების დაცვის მიზნით დელფინარიუმში ახალგაზრდა მამაკაცები გუშინ შეიჭრნენ და დელფინების გათავისუფლება მოითხოვეს.

მათ სამუშაო პროცესი ჩაშალეს და, გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაზიანება მიაყენეს დაცვის ორ თანამშრომელს. ცხოველთა უფლებების დამცველებმა ადამიანების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.

ინციდენტის დროს დაშავებული დაცვის თანამშრომლები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები