12 მაისი 2024,   02:35
ვრცლად
ომის 372-ე დღე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს, გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე

ომის 372-ე დღე უკრაინაში - რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. გარდაცვლილია 2 მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

აფეთქებების ხმა ისმოდა ოკუპირებულ ყირიმშიც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოგდებულია 6 უკრაინული დრონი. გავრცელებული ინფორმაციით მსხვერპლს და ნგრევას ადგილი არ ჰქონია.

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყანა უკრაინის დასახმარებლად საბრძოლო მასალების წარმოებას გააძლიერებს.

ევროკავშირი კი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის წარმოების გაზრდას გაზაფხულზე აპირებს. შესაბამის გეგმას ევროკომისიის პრეზიდენტი - წევრი ქვეყნებისთვის დღეს, წარადგენს.

სლოვაკეთი უკრაინისათვის საბჭოთა წარმოების "მიგ-29" ტიპის 10 თვითმფრინავის გადაცემას განიხილავს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სლოვაკეთი გახდება ნატო-ს პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც კიევს მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემს.

დღის ამბები