11 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
ინდოეთის დედაქალაქში "დიდი ოცეულის" შეხვედრა გაიმართება - დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაეთმობა

ინდოეთის დედაქალაქში "დიდი ოცეულის" შეხვედრა გაიმართება. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის უკრაინაში შეჭრას დაეთმობა. შეხვედრას 40 დელეგაცია ესწრება, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ცნობილია, რომ ამ შესაძლებლობას რუსეთი გამოიყენებს განმარტებისთვის თუ ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე, რომელიც ახლა მსოფლიოშია.

გერმანია დიდი ოცეულის შეხვედრაზე რუსული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გაწევას გეგმავს.
ვაშინგტონი კი მნიშვნელოვნად მიიჩნევს "ოცეულმა" განაგრძოს მინიშნება რუსეთის ქმედებებზე.



დღის ამბები