გურიაში ქართული ოცნების წევრის ავტომანქანა დაიწვა. ვასილ გობრონიძის კუთვნილ მანქანას ცეცხლი სოფელ ნატანების ცენტრში გაუჩნდა.
შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, დაზარალებული დარწმუნებულია, რომ მისი ქონება დაუდგენელმა პირებმა დაწვეს.
გობრონიძე 2012 წლის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს აკრიტიკებდა. ამჯერადაც მმართველი კოალიციის წევრი შემთხვევას რეგიონში პოლიციის სისუსტეს უკავშირებს და სამართალდამცველებს არაოპერატიულობაში ადანაშაულებს.