გურიის გუბერნატორის მოადგილესა და ფეხბურთის ფედერაციის წევრების შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ესწრებოდა.
ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებით, სამხარეო ადმინისტრაციაში დელეგატის შეცვლის შესაძლებლობებს განიხილავდნენ.
როგორც ცნობილია, გურიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში რეზი არველაძის კანდიდატურა წარადგინა.
შეხვედრა დროზე ადრე, მას შემდეგ დასრულდა, რაც შენობაში რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი გამოჩნდა.
ჩვენი ჟურნალისტის კითხვებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა არ უპასუხა და მიმდებარე ტერიტორია დატოვა. გუბერნატორის მოადგილემ კი განაცხადა, რომ სუს-ის თანამშრომელი შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა.
გურიის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა კი, რომელიც შეხვედრაზე იმყოფებოდა, უარყო, რომ გუბერნატორის მოადგილესთან მიმდინარე შეხვედრას სუს-ის თანამშრომელი ესწრებოდა.