ოზურგეთში გურიის გუბერნატორის მოადგილესა და გურიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ებრალიძე, "ზეწოლად" აღიქვამს.
ებრალიძეს მიაჩნია, რომ ზეწოლა მისი არჩევანიდან გამომდინარეობს, რადგან გურიის ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად რევაზ არველაძის კანდიდატურა წარადგინა.
"არავინ არ დამკავშირებია. გუბერნატორის მოადგილეს არ ვიცნობ. ვფიქრობ, რომ გამგეობის წევრებზე მიმდინარეობს ზეწოლა. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ მე რევაზ არველაძეს ვუჭერ მხარს. ვამბობ, რომ ამ ადამიანმა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ფეხბურთისთვის ბევრი კარგი რამ გააკეთა,"- აცხადებს გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ებრალიძე.