20 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ზუგდიდში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახი სამმართველოს უფროსს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს

ზუგდიდში ცეცხლსასროლი ჭრილობისგან გარდაცვლილი რუზგენ ჩუხუას ოჯახი პოლიციის სამმართველოს უფროსს თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს.

ამ წუთებში სამართალდამცავები ზუგდიდის ცენტრში მომხდარ ინციდენტში გარკვევას ცდილობენ.

პოლიციამ კვალიფიკაცია მკველელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა მოახდინოს.

რუზგენ ჩუხუა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ექიმის განმარტებით, 44 წლის მამაკაცს ჭრილობა გულის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

ოჯახის განმარტებით, ის დღეს დილით დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსმა სიძესთან ერთად გაიყვანა სახლიდან, რადგან გარდაცვლილს მათი ვალი ჰქონდა.

ჩუხუას მეუღლის ინფორმაციით, 44 წლის მამაკაცი ჭიშკართან მისსავე მანქანით პოლიციის სამმართველოს უფროსმა უკვე გარდაცვლილი მიიყვანა, საიდანაც უკვე მისი ჰოსპიტალიზაცია მოხდა.

დღის ამბები