ხულოში, მწვანე ტბის ფსკერზე, ყუმბარმტყორცნები აღმოაჩინეს. იარაღის არსენალი ფლორა-ფაუნის ასევე, ეკოლოგიური მდგომარეობისა და ტურისტული პოტენციალის შესასწავლად ასულმა მყვინთავების ჯგუფმა აღმოაჩინა.
როგორც მყვინთავები ამბობენ, აღმოჩენილი ყუმბარმტყორცნების ნაპირზე გამოსატანად გამნაღმველებთან ერთად მუშაობაა აუცილებელი.
ადგილობრივების ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მმართველის ასლან აბაშიძის დროს სპეცრაზმელებმა გადაყარეს.
წყალქვეშა ცურვის ასოციაციის ხელმძღვანელი ადგილობრივებსა და ტურისტებს ტბაში ბანაობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის შესაბამისი სამსახურებისა და გამნაღმველების მიერ ადგილის შესწავლა ხორციელდება.
ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 ათას 058 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.