20 ნოემბერი 2024,   18:29
ვრცლად
საბრძოლო იარაღი მწვანე ტბაში - მყვინთავები ხულოს მოსახლეობას ტბაში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ

საბრძოლო იარაღი მწვანე ტბაში ფლორა-ფაუნის შესასწავლად ჩასულმა ქართველმა მყვინთავებმა შემთხვევით აღმოაჩინეს.

ერპეგე-7-ის ტიპის ჭურვებთან ერთად ვაზნები და საბრძოლო იარაღის ნაწილები მყვინთავების 8-კაციანმა ჯგუფმა ხულოში, ზღვის დონიდან 2 ათას 058 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტბის ფსკერზე იპოვნა.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ნაპოვნი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვების ნაწილი საბრძოლო მოქმედებაში იყოს მოყვანილი.

როგორც გაირკვა, ჭურვები იგივე მყვინთავებმა 2006 წელსაც იპოვნეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, იარაღი ტბაში ასლან აბაშიძის მართველობის დროს ბორჯომის ხეობაში მყოფმა სპეცრაზმელებმა გადაყარეს.

მყვინთავებმა იარაღი წყალში დააბრუნეს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს კი ტბაში შესვლისგან თავის შეკავება ურჩიეს.

 

 

ავტორები:  რეზო დიდბერაშვილი, სანდრო ნაცვლიშვილი, შოთა დიმიტრიშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები