02 ოქტომბერი 2024,   20:34
ვრცლად
მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები ბათუმში - BATUMI MUSIC FEST იწყება

2015 წლის 10-15 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება.

BATUMI MUSIC FEST მსოფლიოში ცნობილი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის, ელისო ბოლქვაძის, საქველმოქმედო ფონდ ლირას ორგანიზებით მესამე წელია, ტარდება.

ფესტივალში წელს მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან.

ფესტივალში მონაწილეობს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები.

დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს პიაცაზე გაიმართება, სადაც თავად ელისო ბოლქვაძე დაუკრავს.

 

 

ავტორები: მაია ლომიძე

 

 

 

დღის ამბები