12 მაისი 2024,   04:11
ვრცლად
კარდაშიანების ცნობილი ოჯახი სკანდალში გაეხვა, მიზეზი კი მეთგალას სიიდან მათი გვარის ამოშლაა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მოდის ფესტივალი, ყვითელი პრესის მთავარ ამბად იქცა. სკანდალში კარდაშიანების ცნობილი ოჯახი გაეხვა, მიზეზი კი მეთგალას სიიდან მათი გვარის ამოშლაა.

რატომ ვერ მოხვდნენ ერთ დროს სასურველი სტუმრები წელს სიაში - სანამ ამერიკული გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდება, იწერება და ისმის ვერსიები.

მათ შორის არის ბულინგი, რომელიც სელენა გომესს უკავშირდება და რის გამოც, შესაძლოა კარდაშიანების ოჯახი მეთგალაზე ვერ მოხვდეს.

მთავარ ღონისძიებამდე ორი თვე დარჩა. გადაინაცვლებენ თუ არა სტუმრიდან მაყურებლის როლში კარდაშიანები, ეს პირველ მაისს გაირკვევა.

დღის ამბები