12 მაისი 2024,   03:20
ვრცლად
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი იარაღის შეძენას ყველა ქვეყნისგან ცდილობს - მათ შორის, მიანმარისგან

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში - ხერსონის ოლქში ატეშის პარტიზანული მოძრაობის წევრებმა რკინიგზა გაანადგურეს.

ნაღმზე დაბიჯების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო 13 წლის ბიჭმა მიკოლაივის ოლქში.

ოკუპანტებმა ქვემეხებით 18-ჯერ მიიტანეს იერიში სუმის ოლქის დასახლებაზე.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის იარაღის შეძენას ყველა ქვეყნისგან ცდილობს - ძირითადი აქცენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოებზე, კერძოდ მიანმარზე კეთდება. კირილო ბუდანოვის თქმით, ამჟამად ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთს მეტ-ნაკლებად სერიოზულ იარაღს აწვდის, ირანია.

დღის ამბები