12 მაისი 2024,   06:35
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაციას აძლიერებს

ბოლო ამბები უკრაინაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომიდან - 4 ადამიანი დაშავდა რუსების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვისას - მათ შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. ოკუპანტები დონეცკის ოლქში ქალაქ კურახოვოს თავს დაესხნენ. ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, დაზიანდა 8 მრავალსართულიანი შენობა. მძიმე არტილერიითა და დრონებით შეუტიეს რუსმა სამხედროებმა ნიკოპოლს, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა; ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს სუმის ოლქის 3 დასახლებას.

აფეთქებების ხმა ისმოდა ბელგოროდშიც. რუსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის გააქტიურების შესახებ.

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი იტყობინება, რომ რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში მობილიზაციას აძლიერებს.

პარალელურად, დღეს უნდა შედგეს "რამშტაინის" ფორმატში მორიგი შეხვედრა, რომელიც სავარაუდოდ, ონლაინ ფორმატში ჩაივლის.

დღის ამბები