11 მაისი 2024,   22:53
ვრცლად
კიევსა და კიდევ 12 ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

ღამით კიევსა და კიდევ 12 ოლქში დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ოდესის ოლქი, დაიჭრა 3 მოქალაქე. არსებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საჰაერო თავდასხმა "სუ-35"-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებიდან განახორციელეს.

აფეთქებების ხმა ისმოდა ხმელნიცკშიც. ცნობილი ხდება, რომ ამერიკა უკრაინას "პეტრიოტის" ტიპის ანტისარაკეტო სისტემებს დაგეგმილზე ადრე გადასცემს, დაჩქარდება კიევისთვის "აბრამსის" ტიპის ტანკების მიწოდების პროცესიც. 

უკრაინას ენერგეტიკის სექტორისთვის 470 მილიონი დოლარის საგრანტო დახმარებასთან ერთად დამატებით 30 მილიონ დოლარს გამოუყოფს სპეციალურად არა-ლეტალური აღჭურვილობის შესაძენად იაპონია. ამის შესახებ განცხადებები კიევში იაპონიის პრემიერ მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრის დროს გაკეთდა.

დღის ამბები