11 მაისი 2024,   22:58
ვრცლად
"ომის სპონსორი"- ასე უწოდა უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro-ს

უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტომ გერმანიაში დაფუძნებული მულტინაციონალური საბითუმო კომპანია Metro "ომის საერთაშორისო სპონსორების" სიაში შეიყვანა.

Deutsche Welle-ს ცნობით, კომპანიას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ.

Metro-ს ხელმძღვანელობას არ შეუჩერებია რუსული აგრესიის დაფინანსება, მის ერთ-ერთ აქციონერს, დანიელ კრეტინსკის კი აქვს ახლო კავშირები რუსეთის ეკონომიკის ნავთობის, გაზისა და საბანკო სექტორებთან", - აღნიშნულია უკრაინის კორუფციის პრევენციის სააგენტოს განცხადებაში.

ამასთან, დანიელ კრეტინსკი ჩეხი ოლიგარქია, რომელიც Metro-ში 29,9%-იან წილს ფლობს. მას ასევე ეკუთვნის ჩეხური ჰოლდინგი EPH, რომელმაც 2022 წლის პირველ ნახევარში რეკორდული შემოსავალი დააფიქსირა, რაც, დიდწილად, რუსული გაზის ბიზნესში მის მნიშვნელოვან როლს უკავშირდება.

გამოცმემის ცნობით, გასული წლის გაზაფხულზე Metro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფენ გროიბელმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ რუსეთის ბაზარზე დარჩენა. ახლა, როცა ომის დაწყებიდან უკვე წელიწადზე მეტია გასული, როგორც ჩანს, კომპანიას თავისი გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

Deutsche Welle-სთვის გაგზავნილ კომენტარში კომპანიის პრესმდივანმა განაცხადა, რომ "Metro უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობს".

2021/2022 ფისკალურ წელს რუსეთში Metro-ს გაყიდვებმა 2,9 მილიარდ ევროს მიაღწია.

დღის ამბები