12 მაისი 2024,   01:26
ვრცლად
კრიზისი ისრაელში და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია - სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ-ავივისა და იერუსალიმის ქუჩებში 600 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა

კრიზისი ისრაელში და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია - სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ თელ-ავივისა და იერუსალიმის ქუჩებში 600 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა. ვითარება გაამწვავა იმ ფაქტმაც, რომ ნეთანიაჰუმ თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი, რომელმაც ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გატარების პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდა.

შეკრებილების დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. სადავო კანონ-პროექტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა პრაქტიკულად განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობას, თავად სასამართლო კი დაკარგავს მთავრობის გადაწყვეტილებების გაუქმების უფლებას.

დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ რეფორმა სასამართლოების დამოუკიდებლობის დაკარგვის წინაპირობაა. კანონ-პროექტი პარლამენტმა კენჭისყრაზე მომავალ კვირაში უნდა გაიტანოს.

დღის ამბები