ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. მან განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატი ტელევიზიით აცხადებდა, რომ პრეზიდენტის არჩევნების პროცესში არამარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა უნდა ჩაერიოს.
"როცა ეგეთი განცხადებები კეთდება, რომ ყველა უნდა ჩაერიოს, ეს არასწორია და მე გადავდგები. მე არ მინდა ამაში მივიღო რაიმენაირი მონაწილეობა. მე არ მგონია, რომ აქ უკვე ვინმეს ვჭირდები და რამეს ვწყვიტავ, და რამეს ვაკეთებ“, - განაცხადა სიჭინავამ.
მანვე აღნიშნა, რომ კანონის მიხედვით პრეზიდენტის მოვალეობას ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს.