ეროვნული ბანკი კერძო სექტორს სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენისკენ მოუწოდებს. ლარის გაუფასურების ფონზე, გიროგი ქადაგიძე კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში აღებული სესხების გადახედვისკენ მოუწოდებს.
„ჩვენ მზად ვართ დღეს უკვე უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკის გასატარებლად, სხვადასხვა მიმართულებით, თუ ამის საჭიროება დადგება. თუმცა, იმისათვის, რომ ბაზის მონაწილეებს ქონდეთ ნდობა ჩვენი ინსტრუმენტების მიმართ, რაც არის აუცილებელი წინაპირობა, რომ მივაღწიოთ წარმატებას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ, განსაკუთრებით ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დააფიქსირონ თავისი პოზიცია რეფინანსირების ინსტრუმენტთან დაკავშირებით და მთლიანად მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებით. არაფერი არ არის გასაკვირი და უცნაური იმაში, რომ მოსახლეობის ნაწილს გაურთულდა სესხების მომსახურება. ჩვენმა მოქალაქეებმა, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვან პრობლემად იქცა, უნდა მიაკითხონ საკუთარ კომერციულ ბანკებს და მოთხოვონ მას რესტრუქტურიზაცია,“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების გაწევის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე საუბრობენ საბანკო სექტორში მომუშავე სპეციალისტები. ისინი აცხადებენ, რომ ბანკები არ არიან ვალდებული გარკვეული შეღავათები გასწიონ. თუმცა, მათ ინტერესებში შედის, რომ მოქალაქეებს დაეხმარონ სესხების გადახდაში, რადგან ბოლო წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პრობლემური სესხების რაოდენობა.