11 მაისი 2024,   23:39
ვრცლად
წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ნამსხვრევებში ადამიანის ნაშთი აღმოაჩინეს

წყალქვეშა ნავ "ტიტანის" ნამსხვრევებში ადამიანის ნაშთია აღმოჩენილი და ის ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ავრცელებს.

აფეთქებული აპარატის ნამსხვრევები კანადურმა გემმა ჩაიტანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ სად გადაიტანენ ნამსხვრევებს.

სანაპირო დაცვის საზღვაო საგამოძიებო საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ დიდი სამუშაოა გასაკეთებელი იმ ფაქტორების გასაგებად, თუ რამ გამოიწვია "ტიტანის" კატასტროფა, რომელიც დაეხმარებათ, რომ მსგავსი ტრაგედია აღარ განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი "ტიტანი", რომელსაც "ტიტანიკის" ნამსხვრევების მოსანახულებლად 5 მგზავრი გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 18 ივნისს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაუჩინარებული ნავის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ცნობილი გახდა, რომ კატასტროფის მიზეზი აფეთქება იყო, რის შემდეგაც ხუთივე ადამიანი დაღუპულად გამოაცხადეს.

დღის ამბები