NDI-ის გამოკითხვაში მონაწილე 4 ათას 500 ადამიანიდან 68 პროცენტი გამწვანების პრობლემაზე საუბრობს. გამოკითხულთა 40 პროცენტი ამბობს, რომ მათ უბანში გამწვანებული სივრცეების მდგომარეობის უკმაყოფილოა.
გამოკითხულთა 28 პროცენტის თქმით კი მათ უბანში საერთოდ არ არსებობს არც პარკი და არც ბაღი.
გამწვანების პრობლემა არ აწუხებთ და მათ უბანში სკვერებისა და ბაღების მდგომარეობით კმაყოფილები არიან გამოკითხულ მოქალაქეთა 29 პროცენტი.
2-მა პროცენტმა არ იცის, რა მდგომარეობაშია მათ უბანში პარკები და ბაღები. 1-მა პროცენტმა გამოკითხვაში მონაწილეობა არ მიიღო.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში მონაწილეობა 4 ათას 500-მა ადამიანმა მიიღო.