17 სექტემბერი 2024,   12:11
ვრცლად
საქართველო ხვალიდან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველო ხვალიდან პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენცია ევროპული გაერთიანების სასჯელაღსრულების სისტემაში განათლებისა და პრაქტიკის განვითარების საკითხებს ეძღვნება. ღონისძიებას, რომელშიც 30-ზე მეტი უცხო ქვეყნის წარმომადგენელი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები მონაწილეობენ, ორგანიზებას იუსტიციის სამინისტრო და იუსტიციის სასწავლო ცენტრი უწევს.

კონფერენციის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან ნომერ მე-16 პენიტენციურ დაწესებულებას, სააკაძის სასწავლო ბაზას და გაეცნობიან იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების თავმჯდომარედ 1 წლის ვადით, გასულ წელს აირჩიეს.

"საქართველოს ეწვევა 27 სახელმწიფოს 40-ზე მეტი წარმომადგენელი. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ვიზიტი მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში, იუსტიციის სახლში, ასევე მონაწილეებისთვის საჩვენებელი წვრთნები გაიმართება სააკაძის სასწავლო ბაზაზე", - აცხადებს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჟვანია.

დღის ამბები