23 ოქტომბერი 2024,   19:20
ვრცლად
"როგორც რიგითი ახალგაზრდა, მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას", მხარს ვუჭერ მშვიდობას, ჩვენს ნათელ მომავალს, ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს საყვარელ სამშობლოს" - ცოტნე ივანიშვილი

"როგორც რიგითი ახალგაზრდა, მხარს ვუჭერ "ქართულ ოცნებას", მხარს ვუჭერ მშვიდობას, ჩვენს ნათელ მომავალს, ჩვენს ოჯახურ ღირებულებებს, ჩვენს საყვარელ სამშობლოს", - ამის შესახებ ცოტნე ივანიშვილმა განაცხადა, რომელიც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებას დაესწრება და მას მსვლელობით სხვა მხარდამჭერებთან ერთად შეუერთდება.

"არჩევანი არის ომსა და მშვიდობას შორის. ძალიან გადამწყვეტი არჩევნებია და ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ," - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" წევრები და მხარდამჭერები რამდენიმე მსვლელობით მივიდნენ. შეკრების ერთ-ერთი წერილი რესპუბლიკის მოედანია.

დღის ამბები