27 ოქტომბერი 2024,   13:08
ვრცლად
"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს იმისთვის, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს" - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საარჩევნო პროცესი უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში წარიმართა, რისთვისაც მან სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა.

კობახიძის თქმით, იყო უბნები, სადაც კონკრეტული ჯგუფების გამოჩენის შემდეგ იწყებოდა ხმაური, თუმცა როგორც კი მმართველმა გუნდმა ეს შემთხვევები ამხილა, პროცესი მშვიდად წარიმართა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს იმისთვის, რომ მათ უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისობრივად მშვიდ გარემოში. 3111 უბნიდან, 3100-ზე მეტ უბანზე ვითარება იყო აბსოლუტურად მშვიდი. იყო რამდენიმე საარჩევნო უბანი, სადაც შემთხვევით, ისე გამოდიოდა ხოლმე, რომ ერთი და იგივე ჟურნალისტი და ერთი და იგივე ზონდერ დაჯგუფება ოპოზიციიდან ერთად ხვდებოდნენ და მაინცდამაინც იქ იწყებოდა ხოლმე არეულობა. როგორც კი ვამხილეთ ეს ფაქტი, მაშინვე შეწყდა არეულობები", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები