05 ნოემბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ოპოზიციას პრაქტიკულად აქვს უარგუმენტო, საფუძველს მოკლებული განცხადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური" - გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას და არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმას "ხალხის ძალაში" აფასებენ.

როგორც გურამ მაჭარაშვილი ამბობს, ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უარგუმენტოა.

"მათი გეგმა, რომ ორშაბათს გეგმას გააცნობდნენ საზოგადოებას, მამუკა ხაზარაძემ გააცნო, რომ გეგმა მე ვარო. ოპოზიციას პრაქტიკულად აქვს უარგუმენტო, საფუძველს მოკლებული განცხადებები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. უნდათ, რომ ქვეყანა სულ წინააღმდეგობაში ამყოფონ და ეს იყო მათი გეგმა", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები