05 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
"დაბარებების სერია, რომელიც დაიწყო პრეზიდენტისგან, არის წმინდა პოლიტიკური და მას კავშირი არა აქვს არჩევნების რეალურ გამოძიებასთან" - თეონა აქუბარდია

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას 81 ფაქტით და კონკრეტული სქემით ამხელს - ოპოზიციის ნაწილი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მთავრობის ოპონენტები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, მიზეზად საქართველოს პროკურატურის მიმართ უნდობლობას ასახელებენ.

"არაერთი საქმეა ჩვენგან შესული პროკურატურის სხვადასხვა მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით და ამაზე გამოძიება არ მიმდინარეობს. ბუნებრივია, დაბარებების სერია, რომელიც დაიწყო პრეზიდენტისგან, არის წმინდა პოლიტიკური და მას კავშირი არა აქვს არჩევნების რეალურ გამოძიებასთან. ამიტომაც, იმ შემთხვევაში თუ ჩვენს განცხადებებთან დაკავშირებით იქნება პროკურატურაში სურვილი, რომ მოხდეს ამის გამოძიება, ამაზე მზად ვართ მუშაობის", - აცხადებს თეონა აქუბარდია პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი.

დღის ამბები