სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციას 81 ფაქტით და კონკრეტული სქემით ამხელს - ოპოზიციის ნაწილი უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა, მთავრობის ოპონენტები გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, მიზეზად საქართველოს პროკურატურის მიმართ უნდობლობას ასახელებენ.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციას რეალური არგუმენტები არ აქვს და მათი ბრალდებები არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი გაეცემა, რადგან მათ მიერ მოპოვებული ფაქტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალსიწინებულ დანაშაულს ეხება.
"სამართალდამცავ ორგანოში რომ მივიდნენ, მათ რაღაც უნდა ისაუბრონ და ქვეყნის პრეზიდენტად წოდებული ქალბატონიდან დაწყებული, რადიკალური ოპოზიციით დასრულებული, რეალურად ყველა ჭორაობს. რაღაც 16-17-ჯერ მიცემული ხმა თითქოს ერთი პირადობის მოწმობით, ედავებიან, ებრძვიან და ემტერებიან ელექტრონულ მანქანებს, დადიან სასწორებით და წონიან ფურცლებს. მათ მწარედ წააგეს და შეეგუონ ამ ამბავს", - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.