ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. მუნიციპალიტეტს კოლხური ფრინველები საჩუქრად ორგანიზაცია "აგრო ქართუმ" გადასცა.
კოლხური ხოხობი საქართველოს უძველესი ბინადარია და მისი ველურ ბუნებაში გაშვება ხელს უწყობს პოპულაციის მომრავლებასა და აღდგენას.