საპარლამენტო არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას და არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ გაჟღერებულ სამოქმედო გეგმას მმართველ გუნდში აფასებენ.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციის მიზანი ქვეყანაში არეულობისა და დესტაბილიზაციის შემოტანაა.
"არის ასეთი მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ისეთი შეჯახება, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებთან და თუ იქნება სამოქალაქო საზოგადოებებს შორის დაპირისპირება, რასაკვირველია, ეს იქნება მათთვის უკეთესი. სამწუხაროდ ამ მოსაზრებას ნაციონალური სექტის მხარდამჭერის გარკვეული ნაწილი იზიარებს და წახალისებულია მათი ქმედება ამ მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი.